რეზონანსი
18.01.2024

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი, გზის პირი და მიმდებარედ არსებული ფერდობი დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოვათავსოთ კონტეინერებში, ნუ დავყრით გზაზე და თბილისის ზღვის სანაპიროზე. მსგავსი დასუფთავების აქცია ამ ტერიტორიაზე ხშირად გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

აღნიშნულ სამუშაოებში „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი იყო ჩართული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×