რეზონანსი
18.01.2024

კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, რადგან 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ასევე, ძალიან მოკლედ მინდა ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. ასე მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა, თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წელს 8600 აშშ დოლარი იქნება.

ეს იყო უახლესი ინფორმაცია და მონაცემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×