რეზონანსი
12.01.2024

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­გა­რეთ­თან, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას დაღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი 32 წლის მაკა კა­კა­ჩიშ­ვი­ლია.

ის წარ­მო­შო­ბით სო­ფელ ვა­ლე­დან იყო და ახალ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­და. გარ­დაც­ვლილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მე­უღ­ლე დარ­ჩა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა და ტრა­ი­ლე­რი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, მომ­ხდა­რის შე­დე­გად, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნის მძღო­ლი, 32 წლის ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-ს ცნო­ბით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×