რეზონანსი
12.01.2024

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გახარია, მის გუნდთან ერთად ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

„გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ სხვადასხვა წონით კატეგორიები არიან და იმიტომ, სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?! მაინც რა გამართლება ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? მარტივი: რაღაცით უნდათ ყურადღების მიქცევა ამ ხელმოცარულებს?! მანამდე ლილუაშვილი გამოვიდა და იქნებ ძველ საპრეზიდენტო მოდელს დავუბრუნდეთო იძახდა. სავარაუდოდ გახარია ჰყავდა წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ბუჩუკური გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში და თავისივე სისულელეებში ძალიან სასაცილოდ აიხლართა. მოკლედ არ იციან რა ქნან ოღონდ რამენაირად ყურადღება მიიქციონ.

ბოლოს ალბათ გამოვლენ და იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის პრეზიდენტს გახარიას შესთავაზებენ მწვრთნელად... ისე, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ძალიან კარგად ჟღერს გახარიასადმი, წესით ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა!" - წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×