რეზონანსი
12.01.2024

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ­ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას აფასებს.

მისი თქმით, გახარია, პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო.

„პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი "ნაცმოძრაობას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×