რეზონანსი
12.01.2024

„ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს 9 რეკომენდაციის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

„ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები. დაეჯერება თუ არა პოლონეთის ექს პრემიერ-მინისტრსა და ავტორიტეტულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს? არიან თუ არა მარიუშ კამინსკი და მაციაშ ვასიკი - პოლიტპატიმრები?

ხომ არ გვაქვს ადგილი ისეთ შემთხვევასთან, რომელიც საქართველოსთვის მიცემულ „9 რეკომენდაციაშია" მოყვანილი, როგორც „ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია"? სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმატში, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: 1) შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა" ნუსხაში და 2) თუ ეს დეზინფორმაციაა, რა სასჯელი ელის პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს", - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×