რეზონანსი
12.01.2024

გიორგი გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს.

„იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და რენომე ფაქტობრივად, ნულის დონეზეა დასული, შეეცადოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამოწვევით ისევ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი შეძლოს. მისი პროვოკაციული განცხადებებიც აქედან არის ნაკარნახევი", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×