რეზონანსი
12.01.2024

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთის რეგიონებშია, ყველაზე დაბალი კი კახეთში - ამასთან, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ყველაზე ბევრი, 1505.8 ლარი თბილისშია.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის" ბოლო მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ია; ქვემო ქართლში 25.2%; იმერეთში 23.1%. სხვა რეგიონებში კი აღნიშნული სტატისტიკა ასე გამოიყურება: შიდა ქართლი 22.3%; თბილისი 19.5%; აჭარის ა.რ. 18.4%; გურია 17.1%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 15.7%; სამცხე-ჯავახეთი 14.9%; მცხეთა-მთიანეთი 14.7%; კახეთი 8.7%.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასს, თბილისის შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 1 296 ლარია.

დანარჩენ რეგიონებში შესაბამისი სტატისტიკა (ლარში) ასეთია: ქვემო ქართლი 1 181.6; აჭარის ა.რ 1 080.6; იმერეთი 1 045.9; სამეგრელო-ზემო სვანეთი 977.5; სამცხე-ჯავახეთი 962.4; კახეთი 901.1; შიდა ქართლი 861.9; გურია 763.4; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 726.8.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×