რეზონანსი
12.01.2024

გორში გარდაცვლილი სამხედრო ირაკლი აფრიამაშვილია. ცხედარი სოფელ ახალშენში, გუშინ საღამოს, ნაძვნარში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ირაკლი აფრიამაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გორის მუნიციპალიტეტში, ვინაიდან პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ახალციხიდან იყო. 

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. 

„აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×