რეზონანსი
12.01.2024

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თბილისში საცხოვრებელი სახლი დატოვა. მიზეზი მის სახლთან აგრესიული ჯგუფების მიერ დაანონსებული მორიგი შეკრებაა. ფერაძე სახელმწიფოსგან საკუთარი და ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით, შესაბამის მიმართვას ამზადებს.

"მანამ ასეთი გამწვავებული არის სიტუაცია და "ალტ-ინფო" და რუსული ოცნება თესავენ ასეთ აგრესიას, უმჯობესი იქნება თუ არ გავაკეთებდით პროვოცირებას და გადმოვედით უსაფრთხო ადგილას მე და ჩემი შვილი. დროებით დავტოვეთ სახლი და მივიღებთ ზომებს უსაფრთხოებისას სამომავლოდაც. თუმცა, ნუ, ვიფიქრეთ, რომ ეს არ არის შემთხვევა, როცა იქ უნდა ვითამაშოთ რაღაცა ჰეროიკული ისინი, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც ამოდიოდა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს ბელინსკის ქუჩის დასაწყისში და გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე. სამართალდამცავები რომ არა, გადამპარსავდნენ და ჩამქოლავდნენ", - ამბობს მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×