რეზონანსი
11.01.2024

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანმა, შეიძლება ასე ვთქვათ - ყველაზე მძიმე ჟამს ამ ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, მიატოვა ხელისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„საღამოს ქვეყანამ დაიძინა მოქმედი პრემიერ-მინისტრით და გაიღვიძა უკვე პრემიერ-მინისტრის გარეშე - ეს ადამიანი უბრალოდ გაიპარა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სწორედ რევანშიზმის წყურვილით ანთებულ ნაცმოძრაობას უგდებდა კლანჭებში ხელისუფლებას და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ხვდებით, რა დონის ღალატთან გვაქვს შეხება? ამის შემდეგ ის გამოდის და ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილთან უნდა დებატი. ჩემი აზრით, ზღვარდაუდებელი პატივმოყვარეობის ბრალია ეს ყველაფერი", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×