რეზონანსი
11.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ გრიპის ვაქცინით აცრა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დოზა 30 000 შეადგენს. იმნაძის განცხადებით, გრიპის ვაქცინით აცრა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი. პაატა იმნაძე ასევე ქვეყანაში გახშირებულ ვირუსებზე საუბრობს და მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გავრცელებულია ღორის გრიპის რამდენიმე სახეობა.„გრიპის ვირუსი რესპირატორულ ვირუსებთან შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ხველა ნებისმიერი რესპირატორული ვირუსისთვის არის დამახასიათებელი. უმეტესად დღესდღეობით გავრცელებული ვირუსი არის საშუალო სიმძიმის".- ამბობს პაატა იმნაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×