რეზონანსი
11.01.2024

ელჩებისა და დიპლომატების საქმიანობა არის საერთაშორისო კანონით განსაზღვრული და მათ პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და მის საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, - ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

„ეს ჩარევა არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ბრალდებები არის პირდაპირ პოლიტიკური, გარკვეული ჯგუფების ნარატივიდან გამომდინარე და ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაციის გაზრდას. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს ყველამ: ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთსა და სამხრეთშიც", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება". „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს", - წერია საელჩოს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×