რეზონანსი
10.01.2024

"დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გადადებულ პროცესს ეხმაურება. 

დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან.  

მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა "ჩემი ინტერესების მცველად" მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე მეტად იზრუნეს ჩემზე და სხდომა გადადეს.

საქმეები, რომელზეც მასამართლებენ, რომ სრულიად შეთითხნილია, ამაზე ყველა თანხმდება. 

განსაკუთრებით -ე.წ. “პიჯაკების საქმე”. 

მათივე ხელმოწერილი ანალოგიური ხარჯები და შესაბამისი ბრძანებები ვადის გასვლის მიუხედავად კვლავ საიდუმლო გრიფით აქვთ დაცული, რომ პირდაპირ არ ჩაუფლავდეთ ეს აბსურდი!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×