რეზონანსი
10.01.2024

კომპანია „სამი ძმა” პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირებას და გაყიდვას წყვეტს. როგორც სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორი კომპანია აცხადებს, მიზეზი ლაბორატორიული კვლევებია, რომელმაც ამ 2 პროდუქტის მავნებლობა დაადასტურა.

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დასახელების ბუშტები შეიძინეს, 60 დღის ვადაში მათ ნებისმიერ ფილიალში დააბრუნონ.

ძვირფასო მომხმარებელო: კომპანია სამი ძმა ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×