რეზონანსი
10.01.2024

"ძალიან უშნოდ მართული აბსურდი", - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ მის სახლთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა. 

აქტივისტის თამით, პოლიციამ ღეს ძალიან კარგად იმუშავა. 

ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო. ასე რომ ემუშავათ ადრე ძალიან კარგი იქნებოდა. მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი. “, - აღნიშნა ფერაძემ.

ნატა ფერაძე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების გაქტიურების უკან საპატრიარქოს ხედავს.

„რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი.“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მისი თქმით, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება პირველი თემაა, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაიცვან, რადგან აქტივისტი მუქარის შემცველ წერილებს ისევ იღებს. 

ნატაა ფერაძის სახლთან რადიკალების შეკრებაა დასრულდა. აგრესიულად განწყობილი, "ალტ ინფოს" წევრები ჯერ სამოქალაქოო აქტივისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი ქუჩიდან წასვლა გადაწყვიტეს. 

აგრესიულ კაცებს ორი საათის განმავლობაში პოლიციის ცოცხალი კედელი აკავებდა.  აქციაა დასრულდა, თუმცა არ სრულდება მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა ნატა ფერაძისთვის.  სამოქალაქო აქტივისტს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ნატა ფერაძის სახლთან  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ისევ რჩებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×