რეზონანსი
10.01.2024

ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა - ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოლიგარქიაა, როცა გაქვს ფინანსური რესურსი, გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს და მართავ ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ვოლსკის თქმით, ივანიშვილის რესურსების მიუხედავად, ასეთი რამ არ მომხდარა.

"დემოკრატიის ციტადელის ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიპში არ ყოფილა ადამიანი, ვის ოჯახსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს - არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი.

თუ დიდ ფინანსურ რესურსზეა საუბარი, გაიხსენეთ "ლელო", დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული და პოლიტიკურ ასპარეზზე ამ პოლიტიკური რესურსით მართავს.

ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად შეიძლება იყოს დახასიათებული.

ოლიგარქი არის მაგალითად დავით კეზერაშვილი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, არც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, გარდა უცბად გამდიდრებული თავდაცვის მინისტრისა, რომელმაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დატოვა. კეზერაშვილია რაღაც დიდი ფინანსური გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც მართავს ტელევიზიებს და პოლიტიკურ პარტიებს. აი, ეს არის ოლიგარქია.

ოლიგარქია გარკვეულ ნეგატიურ კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, როცა გაქვს ფინანსური რესურსი და გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს, მაგრამ გაძლიერებს როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და პოლიტიკურ ძალას ან მართავ ქვეყანას ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ასეთი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური რესურსი გააჩნდა, როცა ის პრემიერ - მინისტრი იყო და როცა პარტიის ხელმძღვანელი იყო.

ახლაც ასე იქნება! ამ შუალედებშიც არასდროს დაუშვია, რომ რაღაც ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა - ჩვენს თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×