რეზონანსი
10.01.2024

2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), ერაყი (12,360) და ირანი (10,206) იკავებენ.

მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი პირველად 8,414-მა ადამიანმა მოითხოვა. გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან თავშესაფარი 448-მა ადამიანმა მოითხოვა, ნოემბერში - 417-მა, ხოლო დეკემბერში - 351-მა.

სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.

შეგახსენებთ, 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×