რეზონანსი
10.01.2024

კაცი, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.

როგორც ექიმმა განაცხადა, ამ ეტაპზე დაკავებულის გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი არ არის.

მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება. დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და სწორედ ინტერესების დამცველის თანამონაწილეობით მოხდება ბრალდების წარდგენა.

დაკავებულის მამა მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს. როგორც ცნობილია, დაკავებულის მამა დანაშაულის მთავარი მოწმეა.

მეზობლები კი აცხადებენ, მამაკაცი მომხდარს შეესწრო.

„როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში", - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა „კურიერთან".

ცნობისთვის, კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×