რეზონანსი
10.01.2024

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ.

„13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.

ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან". უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ.

ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000- მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×