რეზონანსი
08.01.2024

ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პრეზიდდენტის თანამდებობის დაკავებაა. 

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა მოუნდება, ოლიგარქს ხმოსნების მიერ თანამდებობაზე დასმა არ მოუნდება და სალაპარაკო რომ არ გახდეს, პირდაპირი არჩევის წესს დათანხმდება.

დღევანდელი გაგებით, როგორ პრეზიდენტებსაც "ქართული ოცნება" ირჩევს, მაგას ხალხს თუ არ ვაწვალებთ უკეთესი იქნება. მგონი, ეს დისკუსია ჩვენთან დაიწყო იმის გამო, რომ ვარკვევთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა თუ არა პრეზიდენტობა?! თუ უნდა, როგორ შეიძლება, მას ეკადრებოდეს, ხალხის გარდა ვინმეს არჩევა... ხალხის მიერ არჩეული, პირდაპირ დაბრუნება არ ჯობია, ვიდრე კობახიძის ან ღარიბაშვილის მიერ არჩეულ ან ლეგიტიმაცია მიცემულ პირად ყოფნას?! 

წვალობს ადამიანი, უნდა პოლიტიკიდან გასვლა და ვერ გადის... არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ვერ გადის, ბარემ ხალხმა ამირჩიოს და სალაპარაკო არ გახდეს ეს თემაო. აქვე რომ გითხრათ, რომ მონაცემები მაქვს, რომ ივანიშვილი ამას აპირებს, არა! ყოველ შემთხვევაში თუ პრეზიდენტობა მოუნდებოდა, ხმოსნების მიერ მიღებული პრეზიდენტობა არ ენდომება ბატონ ივანიშვილს"- აცხადებს ხვიჩია. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერიც არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის სურვილი ჰქონდეს, რადგან შესაძლოა, ოლიგარქი ფიქრობდეს, რომ ოფიციალური თანამდებობა მას იმუნიტეტს შესაძენს. 

"არ გამოვრიცხავ, რომ უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი გარკვეული შიშების ქვეშ ცხოვრობს და მასთან დაკავშირებული პარანოია აქვს, ფიქრობდეს, რომ პრეზიდენტის სტატუსი და იმუნიტეტი უფრო მეტად დაიცავს მის უსაფრთხოებას. ფიქრობს, ალბათ, რომ ამით უფრო ფორმალური გახდება მმართველობა და უფრო ლეგიტიმური იქნება მისი წარმოდგენით"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×