რეზონანსი
08.01.2024

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინელებზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა ღაზის სექტორის დატოვებაზე და მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ.

ბლინკენმა დაგმო ისრაელის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადება, რომლებიც მოითხოვნდნე პალესტინელების სხვაგან გადასახლებას. მისი კომენტარები მოჰყვა ცნობებს, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ლტოლვილთა ბანაკში.

"პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი პირობები შესაბამისი იქნება. მათ არ შეუძლიათ, არ უნდა აიძულონ დატოვონ ღაზა", - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, დოჰაში, ხდება რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ღაზაში ომის გავრცელების შესახებ შეშფოთებით. 

მისი თქმით, "ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი მამაკაცი, ქალი და ბავშვი" დაიღუპა ომში.

ბლინკენი კატარში იმყოფება იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში ვიზიტების შემდეგ. ის ორშაბათს საუდის არაბეთში უნდა გაემგზავროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×