რეზონანსი
08.01.2024

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. მსა­ხი­ო­ბის სიძე, ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ არ შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ არც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა. გა­ნი­ხი­ლე­ბა ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის კლი­ნი­კებ­თან და ასე­ვე ქარ­თველ­მა ექი­მებ­მაც უნდა მის­ცენ ნება, რომ ზუ­რას ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს", - განუცხადა ambebi.ge-ს ნიკო ნანიტაშვილმა.

ბერიკაშვილების ოჯახი მოლაპარაკებას აწარმოებს ბერლინის ცნობილი "შარიტეს" მრავალპროფილური კლინიკის ნევროლოგიის განყოფილებასთან. მალე გერმანელი და ქართველი მედიკოსების კონსილიუმი უნდა შედგეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად გული გა­უ­ჩერ­და, რა­მაც ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მსა­ხი­ო­ბი კო­მა­შია. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსა­ხი­ო­ბის დამ, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა აც­ნო­ბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×