რეზონანსი
08.01.2024

დანიის მიერ უკრაინისთვის ნაჩუქარ F-16 ტიპის გამანადგურებლებს კიევი 6 თვის დაგვიანებით მიიღებს. ამის შესახებ დანიური გამოცემა Berlingske წერს.

კიევი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ რუსეთთან ბრძოლაში პროგრესისათვის მას გამანადგურებლები სჭირდებოდა. ამის შემდეგ დანიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ და ბელგიამ მზადყოფნა გამოთქვეს, უკრაინას ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლები გადასცენ.

გასული წლის აგვისტოში დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებდა, რომ მიმდინარეობს პილოტების შერჩევა და მალე ისინი მომზადებას დაიწყებდნენ, ხოლო პირველ 6 გამანადგურებელს უკრაინა ახალი წლისთვის მიიღებდა, რასაც 2024 წელს 8 გამანადგურებელი, 2025 წელს კი კიდევ 5 გამანადგურებელი მოჰყვებოდა.

2023 წლის ოქტომბერში დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოუსლენმა განაცხადა, რომ პირველ თვითმფრინავებს უკრაინა 2024 წლის აპრილში მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×