რეზონანსი
08.01.2024

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლებლობები შეაფასა.

„რესურსი აღარ აქვთ, რომ იმუშაონ, რასაც ჰქვია პოლიტიკური მუშაობა, პარლამენტში მუშაობა. ვფიქრობ, კვლავ უნდა ველოდოთ იმას, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი რესურსი, რომლითაც ისინი წარმოდგებიან საზოგადოების წინაშე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, რომელსაც ვერანაირად ვერც ერთი გადაჯგუფებული თუ გადმოჯგუფებული გუნდი ვერ შესთავაზებს. ეს სამწუხარო ფაქტია და რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თავისი მიმართულებით კვლავ იმუშავებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×