რეზონანსი
07.01.2024

უკრაინელმა პოლიტიკოსმა იური ლუცენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ომში დაღუპული უკრაინელების რიცხვის გაჟღერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„ეს სამი თანამდებობის პირი, რომლებიც აწარმოებენ ომს, უნდა გამოვიდნენ უკრაინელების წინაშე და თქვან, რომ კანონი მობილიზაციის შესახებ არ გვჭირდება. ამასთან, მათ უნდა დაასახელონ დაღუპულთა რიცხვი. ვიცი, როგორ არ უნდათ ამის გაკეთება, ვიცი რომ ამას ძალიან მძიმედ მიიღებენ.

უნდა თქვან, რომ თუ იმ 500 ათას დაღუპულს, რომლებზეც ახლა საუბრობენ, გავყოფთ თვეების რაოდენობაზე, თვეში 30 ათასს მივიღებთ. და მაშინ დაახლოებით მივხვდებით, რა ხდება ფრონტზე. საუბარია დაღუპულებსა და მძიმედ დაჭრილებზე. ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელებმა ეს სიმართლე დაიმსახურეს“, - განაცხადა მან.

ყოფილი გენპროკურორის თქმით, უკრაინული ტელეკომპანიები დიდი ხნის განმავლობაში ამშვიდებდნენ მოსახლეობას შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ საფრთხე არ არსებობს.

„ამან გამოიწვია, რომ მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთ გაიქცა, კიდევ რამდენიმე მილიონი სახლში ზის და ამბობს: ვისაც უნდა იომოს, ჩემი და ჩემი ვაჟის გარდა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×