რეზონანსი
06.01.2024

ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად "ა" ტიპის ვირუსია გავრცელებული.

მედიკოსების თქმით, რისკ ჯგუფში ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. სპეციალისტების თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობის რაოდენობა.  

ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

"ერთდროულად ცირკულირებს რამდენიმე ტიპის ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსი. ორი ძირითადი სიმპტომია როგორც გრიპის, ისე სხვა ძირითადი ვირუსების დროს - ეს არის მაღალი ცხელება და მაღალ ცხელებას საკმაოდ ხშირად ერთვის ხოლმე ხველა. თუ ვიცით რომ ცხელებას იტანს ბავშვი და არ აქვს მას ფებრილური გულყრა, ან სხვა რაიმე ნევროლოგიური დაზიანებები, საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ 39 გრადუსამდე მას სიცხის დამწევიც მივცეთ. მთავარია რომ სითხეებით დავტვირთოთ," - ამბობს პედიატრი, თემურ მიქელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×