რეზონანსი
06.01.2024

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა.

სამხრეთ კორეის მედია ქვეყნის სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთ საზღვრის მახლობლად ფხენიანი უკვე მეორე დღეა საბრძოლო სროლებს ატარებს.

სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საარტილერიო სროლები ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რაიონებში, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

5 იანვარს, ჩრდილოეთ კორეამ 200-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა სამხრეთ კორეის ორი სასაზღვრო კუნძულის, იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად, რის გამოც კუნძულის მცხოვრებლები თავშესაფარში გადავიდნენ, სამხრეთ კორეის სამხედროებმა კი საპასუხოდ წვრთნები ჩაატარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×