რეზონანსი
06.01.2024

ღაზას სექტორის მომავალს პალესტინელი ხალხი განსაზღვრავს და არა ისრაელი, - ამის შესახებ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა.

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიერ წარდგენილ გეგმას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ომის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედროები თავისუფლად მოქმედების უფლებას შეინარჩუნებენ და სექტორში შესული საქონლის შემოწმებას შეძლებენ.

„ოკუპანტი პოლიტიკოსებისა და ლიდერების მიერ შემოთავაზებული ყველა სცენარი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიღწევა ჩვენი არჩევანი, ჩვენი პროგრამა და ჩვენი სტრატეგიაა", - განაცხადა ჰუსეინ ალ-შეიხმა.

ცნობისთვის, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და დასავლეთ ნაპირს მართავს. ორგანიზაცია 2007 წელს ღაზადან „ჰამასმა" განდევნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×