რეზონანსი
06.01.2024

სამხრეთ კორეის პოლიციამ სტუდენტები დააკავა, რომლებიც პრეზიდენტის ოფისში შესვლას ცდილობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული გამოცემა Yonhap-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კორეის უნივერსიტეტის პროგრესული კავშირის წევრი 20 აქტივისტი სტუდენტი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ისინი პრეზიდენტის ოფისის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.

პრეზიდენტის ოფისში შესვლის მცდელობამდე სტუდენტებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს და პირველი ლედის, კიმ კიონ ჰიის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას მოითხოვდნენ.

სტუდენტების ზუსტი მოტივის დასადგენად პოლიცია შემთხვევას იძიებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×