რეზონანსი
06.01.2024

მედიკოსების თქმით, ქუთაისში, ბუნებრივი აირით მოწამლულ 5 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან და სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დატოვებენ.

ექიმების თქმით, პაციენტებს ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, მათი ინტოქსიკაცია წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთი ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×