რეზონანსი
06.01.2024

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ სომხურ ეკლესიას შობა და ნათლისღება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტესშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. სადღესასწაულო მსახურებას, რომელიც თბილისის სუბ გევორქის ტაძარში შედგა, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი უძღვებოდა. ტრადიციისამებრ, შესრულდა წყალკურთხევა. დღესასწაულის მისალოცად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტესშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×