რეზონანსი
06.01.2024

"რუსთავი 2"-ის რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე მის მიმართ გუშინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს. როგორც თავად ამბობს, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. შემთხვევა ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.

"მიწისქვეშა პარკირებაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობრები, კუთვნილ ავტომობილში უნდა ჩავმსხდარიყავით, სადაც აგრესიულად ახალგაზრდების დაჯგუფებამ ჩამოიარა, რაღაც აგრესიულად დამიძახეს, რაზეც პასუხი არ გავეცი, თუმცა ჩემმა მეგობარმა თავი ვერ შეიკავა და პასუხი გასცა და ამის შემდგომ დაიწყო. დანები არა ერთხელ მოგვიქნიეს, დისტანცია ძალიან ახლო იყო," - ამბობს გიორგი ნაზღაიძე. 

გიორგი ნაზღაიძის თქმით, თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც მისი დახმარება სცადა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. თავად ტელეწამყვანი კი გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×