რეზონანსი
06.01.2024

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის. 

"მისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამო, ჯო ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის. ერთადერთი აჯანყება არის ის, რომელიც ჩვენს საზღვარზე ხდება, სადაც ის [ჯო ბაიდენი] მილიონობით ადამიანს ნებას რთავს, შემოიჭრან ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში.

"ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის", - დასძინა მან.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ამერიკული დემოკრატია.

"დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. ის მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების მოსაპოვებლად", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და მას პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×