რეზონანსი
05.01.2024

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა, კეტრინ რასელმა განაცხადა, რომ ღაზაში მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც კოშმარში არიან, დრო იწურება.

"ღაზის სექტორში მყოფ ბავშვებს სამმაგი სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან იმატებს დაავადებების შემთხვევები, მკვეთრად გაუარესებულია კვება, ხოლო საომარი მოქმედებების ესკალაცია მეთოთხმეტე კვირას უახლოვდება", - აღნიშნა გაეროს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ბავშვების ცხოვრების პირობები სწრაფად უარესდება.

"ბავშვები და ოჯახები ღაზის სექტორში კვლავ იღუპებიან, კვლავ ვხედავთ დაშავებულებს და მათი სიცოცხლე მზარდი საფრთხის ქვეშ არის დაავადებებისა და საკვებისა და წყლის ნაკლებობის გამო. ყველა ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს დაცული ძალადობისგან და ჰქონდეს წვდომა ძირითად სერვისებსა და მარაგებზე", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×