რეზონანსი
05.01.2024

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ამატებს. უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანია ფრენებს ამჯერად უფასა და თბილისს შორის იწყებს. პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება. ამრიგად, "აზიმუტს" თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უკვე რუსეთის 4 ქალაქიდან აქვს ფრენა. სწორედ "აზიმუტი" იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთიდან პირველი ავიარეისი განახორციელა. სულ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის 300-მდე ავიარეისის ნებართვა არის გაცემული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ავიამიმოსვლის განახლებას საქართველოსთვის განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი არ მოუტანია და პოლიტიკურად დამაზიანებელი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×