რეზონანსი
04.01.2024

საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურება 10%-ით იზრდება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა.

"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა ის პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო იმ პროცენტული მაჩვენებლით უნდა განისაზღვროს, რა პროცენტულადაც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფოს სექტორში საშუალო ხელფასი გაიზრდება და ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს ანუ, განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით უნდა იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×