რეზონანსი
04.01.2024

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.

"მთავარის" ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. გოცირიძის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი.

"მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის სათამაშო იარაღი იყო. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ამჟამად მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. გოცირიძეს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×