რეზონანსი
04.01.2024

ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი აღიარებს მისი უწმინდესობის სულიერებას, ღვთისკაცობას და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს ასეთი პატრიარქისთვის, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

„ძალიან დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ეს ადამიანი მოავლინა ჩვენი ქვეყნის საიმედოდ და უკვე 46 წელია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ბრძანდება. ზედმეტია ნებისმიერი სიტყვა მისი ამაგისა და შრომის შესახებ. თუნდაც ის, რომ ვიმყოფებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რომლის აშენებაც იმ ეპოქაში, იმ დროს წარმოუდგენელი იყო და ბევრ ადამიანს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, რომ ამხელა და ამხელა მნიშვნელობის ტაძარი შეიძლებოდა ყოფილიყო. მხოლოდ და მხოლოდ მისი უწმინდესობის დაუღალავი შრომით და ძალიან მტკიცე რწმენით, რომ ეს ტაძარი აიგებოდა, აშენდა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი აღიარებს მისი უწმინდესობის სულიერებას, ღვთისკაცობას და კიდევ ერთხელ, მადლობა ღმერთს ასეთი პატრიარქისთვის", - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×