რეზონანსი
04.01.2024

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს.

გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს. კლინიკაში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×