რეზონანსი
04.01.2024

იმ ფილოსოფიით, რისიც მჯერა და რითიც ვცხოვრობ, არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე. ჩემი უფლებები მავალდებულებს ეს უფლებები დავიცვა ჩემთვის და სხვებისთვის. ჩემთვის არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე. შესაბამისად, მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს ჩემთვის ასეა და ასე დარჩება, როგორ სათნოებადაც არ უნდა მიიჩნევდეთ ცხოველთა უფლებებზე საუბარს და აპიპინებდეთ, იმიტომ რომ სწორი ესაა. მე ვარ სწორი, თქვენ - არასწორი.

რაც შეეხება სისასტიკეს, ადამიანები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოველებზე სისასტიკე ისჯება, არა იმიტომ, რომ ცხოველების უფლებები არსებობს და ირღვევა, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარ ჯანსაღ საზოგადოებებში სისასტიკე მიუღებელია.

თუმცა სისასტიკის აღქმაც განსხვავებულია ჩვენ შორის.

ვიღაცისთვის სისასტიკეა სტეიკის ჭამა.

ვიღაცისთვის სისასტიკეა საახალწლო სალუტებით ცხოველების შეწუხება.

ვიღაც სიტყვებს უფრო მეტად უფრთხილდება და სისასტიკედ მხოლოდ ტკივილის მიყენების მიზნით და განზრახვით ჩადენილ ქმედებას მიიჩნევს და ასეთი ქმედების დასჯას ითხოვს - მაგალითად მე.

რეალობა ისაა, რომ თუ ქართულ დემოკრატიას განვითარება უწერია, ამ თემაზე კამათი არ შეწყდება და მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები - სისასტიკე ისაა, რაც ტკივილის მიყენების განზრახვით ხდება და უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა ადამიანის მიმართ ხდება, თუ ცხოველის.

რაც შეეხება პეტარდების და სალუტების აკრძალვას, იმ სახელმწიფოში, რისკენ სვლაც მინდა, ხმაურის რეგულირება თვითმმართველობის საკითხია და არა ცენტრალური მთავრობის.

თუ რომელიღაც სოფლის, დაბის, უბნის, ან ქალაქის მაცხოვრებლებს სურთ უხმაურო გარემო, ეს მათი ნებაა და წარმომადგენლობით დემოკრატიაში ეს არჩევნებით იოლად წყდება.

ცენტრალურ მთავრობას ხმაურთან არაფერი ესაქმება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×