რეზონანსი
30.12.2023

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის" გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს სისხლიანი რეჟიმი ჩააბარა წარსულს და საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატიული მმართველობა ავტრორიტარიზმის ნაცვლად.

„ჩვენი გზავნილები იყო ჩამოყალიბებული პოლიტიკურ გუნდში. რომელ საკითხთან რა კონსულტაციები გვქონდა, ეს არის ჩვენი შიდა საქმე. ის გზავნილები, რომლებიც ჟღერდებოდა ჩვენი გუნდის მხრიდან, გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენ მივიღეთ სტატუსი. საბოლოო ჯამში, თითოეულმა ჩვენმა ნაბიჯმა, მათ შორის განცხადებებმა, სიმართლის ლაპარაკმა მოიტანა შედეგად სტატუსი. თუ საუბარია ფინანსურ რესურსებზე, ამით გამოირჩევა არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი. ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უზარმაზარი ქველმოქმედება, რაც მის განსაკუთრებულ ავტორიტეტს განაპირობებს. ეს ბუნებრივია, სწყინთ გარკვეულ ადამიანებს, რადგან მათ ფავორიტ პარტიას პრობლემას უქმნის ბიძინა ავტორიტეტი. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის" გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან ისინი ამ ყველაფრით შეშფოთებულები. ივანიშვილის ქველმოქმედება და მისი პოლიტიკური ქველმოქმედება, რომელიც მან განსაკუთრებით 2012 წელს განახორციელა, როდესაც პირდაპირი გაგებით, სისხლიანი რეჟიმი ჩააბარა წარსულს და საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატიული მმართველობა ავტრორიტარიზმის ნაცვლად", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×