რეზონანსი
29.12.2023

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან ორი წლის განმავლობაში 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინებით დაკმაყოფილება იწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა ამის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება როგორც ასეთი ოჯახების შეფასების კუთხით, ასევე ბინების უზრუნველყოფის კუთხით. მომდევნო წელს დაიწყება. ორწლიანი პროექტია. მრავალშვილიან უსახლკაროებს შეეხება. დაახლოებით 1000 ოჯახს. ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და უკვე 2025 წლის ბოლომდე ასეთი ოჯახები ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდნენ. ჩვენ მათ სრულად უზრუნველყოფთ საცხოვრებლით", - აღნიშნა მინისტრმა „ქრონიკაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×