რეზონანსი
29.12.2023

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელი დავასრულეთ ამაღლებულ განწყობაზე, წარმატებით, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე და მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ამბავი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის ბოლოსაც ასეთი ამაღლებული განწყობა გვექნება, რადგან გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის და არა მხოლოდ - ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის ჩვენ ყველანაირი მზაობა გვაქვს. გვაქვს გამოცდილება, ზურგს გვიმაგრებს ცოდნა და ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წელიც ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი და წარმატებული", - აღნიშნა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×