რეზონანსი
29.12.2023

მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს და დაახლოებით იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი არ ვრცელდება და მათზე 400%-იანზე მეტი ფასნამატი ვლინდება.

„ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვრცელდება რეფერენტული ფასი, თუმცა საბაჟო ღირებულებიდან საცალო ფასამდე ფიქსირდება ძალიან მაღალი ფასნამატი - 400%-ზე მეტი, რომლებიც რიგ შემთხვევაში 3 000%-ზეც კი არის. ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, იდენტიფიცირება გავუკეთოთ აღნიშნულ მედიკამენტებს, იმპორტიორ თუ რეალიზატორ კომპანიებს და იმ შემთხვევაში თუ ბაზრებზე აღმოჩნდებიან დომინანტები, მოკვლევის დაწყების საფუძველი გვექნება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადო გამოყენების კუთხით. არ ვიცით, რომელ კომპანიებზეა საუბარი, შესაძლოა იყოს ჩვენთვის უცნობი იმპორტიორი კომპანიებიც. შეიძლება მოცულობაშიც დიდები არ არიან, მაგრამ კონკრეტული მედიკამენტების შემომტანები იყვნენ და ბაზარზე შემცვლელები არ გააჩნდეთ და ერთადერთები იყვნენ ბაზარზე",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×