რეზონანსი
29.12.2023

პარტია „ლელოს" ნიკა მელიასთან სამომავლო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოში" და იმ გუნდშიც, რომელსაც ნიკა მელია შექმნის, - ასეთია „ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის პროგნოზი.

მისივე თქმით, ის, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობას აპირებს, დასტურია იმისა, რომ მათ თანამშრომლობა მაშინაც ჰქონდათ, როცა ნიკა მელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო.

„ის, რომ „ლელო" „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდა, მათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა - ეს ძალიან მარტივად იკვეთებოდა. რაც შეეხება მათ მომავალ თანამშრომლობას, ეს რა თქმა უნდა პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოშიც" და იმ გუნდში, რომელსაც მელია შექმნის. „ლელოს" ეთაკილება იმის თქმა, რომ თანამშრომლობდა და პარტნიორობდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ მისივე ამომრჩეველი შეიძლება ძალიან ნაწყენი აღმოჩნდეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდა. ეს ქმნის წინაღობებს, რაც მათ გადასარევად იციან", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" არ გამორიცხა, რომ „ლელო" ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო" ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×