რეზონანსი
29.12.2023

თიბისის ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა. AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა.

„შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე"-ალექსანდრე კვაიჭაძე, TechOps-ის ლიდი.

re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას თიბისელები სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად მათი მსგავს კონფერენციებზე დასწრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×