რეზონანსი
29.12.2023

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინა, მომავალი წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით არსებული განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის გამო, საერთაშორისო ფინანსურ დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს.

დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ საჭიროა იანვარში ფინანსური რესურსების მიღება ძირითადი საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად. „მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საკმარისი, სწრაფი და პროგნოზირებადი საგარეო დაფინანსება 2024 წლის იანვრიდან“, - ნათქვამია წერილში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დონორებს შეხვედრის იანვარში ორგანიზებისკენ მოუწოდებს. „ვერ დაველოდებით მარტს ჩვენი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად“, - აცხადებს შმიგალი წერილში.

ამასთან, უკრაინის პრემიერი დონორებს მოუწოდებს, დაიწყონ მოქმედებების კოორდინაცია, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციაზე წარმართონ. „კრემლს მოუწევს ომისა და ნგრევისთვის საფასურის გადახდა და ეს იქნება აღდგენის მთავარი წყარო მომდევნო წლებში, - აცხადებს შმიგალი.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი - „რესპუბლიკელები“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×