რეზონანსი
29.12.2023

უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და 1 წელი ან ოდნავ მეტი კიდევ გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ საარჩევნო პროცესებია არაერთ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასეთ პირობებში შეიძლება რთული იყოს ომის დასრულებაზე კონცენტრირება სხვადასხვა მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში, ალბათობა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის უკრაინაში ომი დასრულდეს, საკმაოდ მაღალია, დანარჩენი ვნახოთ. დღეს რთული ვითარებაა ფრონტზე სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ეს დავამტკიცეთ ამ 3 წლის განმავლობაში“, -აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×