რეზონანსი
29.12.2023

ვაზისუბანში სამხედრო მოსამსახურე ლაშა გუჯეჯიანი მოკლეს. მას 7 გასროლა მიაყეეს. სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეგობარი ხვიჩა ვარდიაშვილია.

სამხედრო მოსამსახურის მკვლელი სამხედრო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ცნობილი გახდა, რომ სამხედროებს შორის კონფლიქტი ეჭვიანობის მიზეზი გახდა. მეგობარმა გუჯეჯიანმა მეგობრის ცოლს "ესემეს" შეტყობინება გაუგზავნა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მკვლელობა მოყვა.

ხვიჩა ვარდიაშვილს მეგობრის მკვლელობის მოტივზე სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამს – მან ბრალთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვას დუმილით უპასუხა.

ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მკვლელობის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ ვრცლად ისაუბრა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გამოკითხულია ხვიჩა ვარდიაშვილის მეუღლე. ირკვევა, რომ სწორედ მას გაუგზავნა მესიჯი ლაშა გუჯეჯიანმა და მეგობრებს შორის კონფლიქტიც ამის გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად ვარდიაშვილი და გუჯეჯიანი ერთმანეთს წულუკიძის ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოკლულის ავტომობილში დაიწყო, რამდენიმე წუთში კი 39 წლის მამაკაცმა, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 43 წლის სამხედრო მოსამსახურეს 7-ჯერ ესროლა და მოკლა.

სამხედრო მოსამსახურე გუშინ ღამით საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს. სავარაუდო დამნაშავეც სამხედრო მოსამსახურეა. ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღო. გამოძიება 43 წლის ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×